სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ გეგუთის ციხესთან დაკავშირებით სიტუაცია უნდა დარეგულირდეს და გარკვეული კომპრომისული ნაბიჯები გადაიდგას. როგორც ომბუდსმენი აცხადებს, ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაციები სიტუაციის ესკალაციას იწვევს.
"ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ძალიან ბევრი ჭორი, ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რაც სიტუაციის ესკალაციას იწვევს. გეგუთში ყოფნის დროს მე თვითონ შევესწარი ფაქტს, როდესაც მსჯავრდებული ურეკავდა ოჯახის წევრს და ეუბნებოდა, თითქოს ის იყო ნაცემ-ნაწამები. თუმცა, როცა მას შევხვდით, ჩვენთან საუბარში მან ეს უარყო. სამწუხაროა, რომ გარკვეული ძალები დაძაბულობის კერის შექმნას ცდილობენ. ასევე, არ დასტურდება, რომ 6, 7 და 8 თებერვალს სპეცრაზმი გეგუთის ციხეში იმყოფებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოთხოვნა, რომელიც პატიმრებს აქვთ, იყოს განხილული და მოხდეს იმ მოთხოვნების შესრულება, რომელიც კანონის ჩარჩოებში ჯდება. იმის ნაცვლად, რომ მდგომარეობა განიმუხტოს და სამინისტრომ გარკვეული ნაბიჯები გადადგას, სამწუხაროდ, მიმდინარეობს უფრო დაძაბვისკენ გარკვეული მცდელობები", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველი პატიმრებს მოუწოდებს პროტესტის მსგავსი ფორმით გამოხატვა შეწყვიტონ.
"საუბარი არის იმაზე, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს პრობლემები შესწავლილი, რომლებიც ამჟამად გეგუთის დაწესებულებაში არის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივესალმებით და მოვუწოდებთ პატიმრებს, რომ მსგავსი სახის პროტესტის გამოხატვა შეწყვიტონ, რადგანაც ნებისმიერი პრობლემა უნდა გადაწყდეს კანონის ჩარჩოებში. საუბარია, რომ არ მოხდეს ჯანმრთელობისთვის საზიანო დაზიანებების მიღება. ეს არის სამწუხარო ფაქტი, რომელსაც გუშინ ჰქონდა ადგილი", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.