„ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ეკა ბესელიასთან პოლემიკაში შესვლა. პირიქით, მას სჭირდება თანადგომა, ხელი უნდა გავუწოდოთ, რომ ამოვიდეს. არ არის ეს ირონიით ნათქვამი, ის უნდა გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის არის", აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყოფილი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას მიმართ გააკეთა.
კობახიძე მიიჩნევს, რომ ბესელია, რომლის პრიორიტეტიც ცხოვრებაში ძალაუფლებაა და რომელმაც ეს ძალაუფლება დაკარგა, არასწორ განცხადებებს აკეთებს.
„ის არის აღმოჩენილი რთულ მდგომარეობაში. შესაბამისად, მას სჭირდება არა პოლემიკა ჩვენი მხრიდან, არამედ პირიქით, დახმარება და თანადგომა. მას აქვს თავისი პრიორიტეტები ცხოვრებაში, ეს არის ძალაუფლება პირველ რიგში და მან დაკარგა მთავარი, რაც არის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ემოციურ ფონზე ის აკეთებს არასწორ განცხადებებს. არის ტანდემში, მათ შორის თქვენ ტელევიზიასთან, „რუსთავი 2“-თან. ჩვენ ვნახეთ არაერთი გადაცემა, რომელიც ერთობლივად მოამზადეს და ეს არის ძალიან მარტივი შეცდომები, რომელიც არის თვალსაჩინო საზოგადოებისთვის", განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.