ძალიან გული მწყდება, რომ ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, ბიძინა ივანიშვილზე შეტევა გაიხადოს თავის მთავარ ნარატივად, რომ პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე თავისი პოზიციები გაიმაგროს, აცხადებს საპრალემენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პოზიციით ბესელია „ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგიაში ჩაჯდა.
„ამბობს ირაკლი კობახიძეს, იქ ვიღაცის გვარებსაც ახსენებს, მაგრამ თვითონაც კარგად იცის, რომ მოგონილი, სიცრუე, ტყუილი, მაგრამ რეალურად ისრები მიმართულია ბიძინა ივანიშვილზე. ამ პოლიტიკურ ველზე საკმაოდ რთულია საკუთარი თავის დამკვიდრება და ეს მიმართლება აქვს აღებული", განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ვოლსკის აღნიშნულ განცხადებას ირაკლი კობახიძისა და ეკა ბესელიას მწვავე ურთიერთკრიტიკა უძღოდა წინ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.