ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი კობახიძეს უზრდელს უწოდებს: პარტიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს და გადადოს
26-03-2019, 15:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ეკა ბესელიასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს.

 

 

„ის გამოირჩევა არაეთიკურობით და წაუუზრდელებს ხოლმე", ამბობს გოგიჩაიშვილი ქვეყნის პირველ კანონმდებელზე და მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების" მიერ პოლიტიკური მიმზიდველობის დაკარგვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ირაკლი კობახიძეა.

 

 

„ის გამოირჩევა ხოლმე არაეთიკურობით, წაუუზრდელებს, როგორც შეიძლება ითქვას. აქვს ეს დამოკიდებულება. ეს მისი პრობლემაა. ეს პარტიის თავმჯდომარის პრობლემაა იმიტომ, რომ ეს მისია. ეს მისი თავის ტკივილია. ძაან მამაცია, ქალებთან ასეთი განცხადებებით გამოირჩევა ხოლმე. პარტიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს და უნდა უთხრას, გეყოს პარლამენტის თავმჯდომარეობა, სერიოზულ პრობლემებს მიქმნი და მოდი, წადი ახლა სადმე. აიღოს და გადადოს. ეს ფუნქცია აქვს მას. არ გადადებს და ჰყავდეს 20-მდე და საბოლოო ჯამში, აისახება არჩევნებზე. თუ რამე დაკარგა „ქართულმა ოცნებამ“ ერთ-ერთი დიდი წვლილი რეიტინგის და პოლიტიკური მიმზიდველობის თუ გავლენის კუთხით, ერთ-ერთი მთავარია ირაკლი კობახიძე", განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

 

ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ეკა ბესელიას „სჭირდება თანადგომა, ხელი უნდა გავუწოდოთ, რომ გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის არის".

 

 

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი პირის აღნიშნულ განცხადებას იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის კომენტარი მოჰყვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი