„პარლამენტი არ იწვის, ეკა ბესელია არის ძალიან მძიმე ემოციურ ფონში და მას ფაქტია, ადამიანური დახმარება სჭირდება", ასე ეხმაურება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამავე კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახეძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ბესელიას „მძიმე ემოცირუი ფონი" მისი ჯერ კიდევ „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოდან წამოსვლის შემდეგ აქვს.
„მესმის ერთი - ადამიანურად შეიძლება რთულად გააზრებადი იყოს მისთვის, ახლა რა მდგომარეობაშიც არის, თუმცა თვალი უნდა გაუსწოროს ამ რეალობას, ეს არის და ეს. ჩვენ კოლეგებს გვახსოვს მისი მძიმე ემოციური ფონი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იგი პოლიტსაბჭოდან გამოუშვეს და პოლიტსაბჭოს წევრი აღარ იყო.
გახსოვთ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებიდან პოლიტიკაში, ეკა ბესელია, რომელიც იყო პოლიტსაბჭოში, აღარ აღმოჩნდა მისი ადგილი პოლიტ საბჭოში. ასე რომ, გადაავლეთ თვალი ისტორიას, დღეს რომ ამბობს ზოგიერთი ჩვენი წევრი, რომ თურმე რაღაცა მოსამართლეების თემა ყოფილა წასვლის მიზეზი და ა.შ. გადაავლეთ თვალი იმ პროცესებს, რა პროცესებიც მიმდინარეობდა, რატომ არ იყო პოლიტსაბჭოს წევრი და ა.შ. და შემდგომ მიხვალთ ლოგიკურ დასკვნამდე", განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.