რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა საკონსულტაციო საბჭოს რიგგარეშე სხდომა გამართა
26-03-2019, 16:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამბროლაურში, საკონსულტაციო საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომლის შემადგენლობაში რწმუნებულთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები შედიან.

 


რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი განიხილა.

 


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო "მთის ტურიზმის მდგრადი განვითარების და ორგანული სოფლის მეურნეობის შესახებ" პროექტის გაცნობას, რომელიც ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა - ვახტანგ მშვიდობაძემ, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსმა -გიორგი მაქარაშვილმა და პროექტების ჯგუფის ხელმძღვანელმა კარლ გოპერტმა სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად წარადგინეს, ისაუბრეს პროექტის დეტალებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.

 

 

 


რწმუნებულმა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა,რომ აუცილებელია პროექტის შესახებ მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება, რათა მოხდეს მათი ჩართვა რეგიონის განვითარების პროცესში.

 


თათბირზე ასევე მოისმინეს ინფორმაციები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე:

 

 

 

 

რეგიონში სასმელი წყლის ხარისხის შემოწმების მიზნით გატარებული ღონისძიებების და დასკვნების შესახებ;

 


ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ;

 


ტურისტული სეზონისთვის მზადების და ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ და სხვა საკითხები.

 


ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 1
#1  მარი
      
გაიხარეთ თქვენი იმედი აქვს ხალხს იქნებ ეხლა მაინც ეშველოს რაჭას

მადლობა თქვენ
27 მარტი 2019 00:58
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი