„ევროპული საქართველო“ ია კერზაიას საქმეზე განათლების მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, პარლამენტში მთავარი პროკურორის მისვლასა და თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას მოითხოვს
26-03-2019, 16:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველო“ ია კერზაიას საქმეზე სამ მთავარ მოთხოვნას აყენებს. როგორც ცოტა ხნის წინ პარტიის წევრმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ევროპული საქართველო" აღნიშნულ საქმეზე პარლამენტში მთავარი პროკურორის მისვლას, განათლების მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასა და განათლების კომიტეტის ფარგლებში კერზაიას საქმეზე თემატური მოკლვევის ჯგუფის შექმნას ითხოვს.

 


„უკვე მეოთხე თვეა საზოგადოება ელოდება პასუხებს ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ამ თემაზე დაბარებული გვყავდა განათლების მინისტრი პარლამენტში, რომელსაც დავუსვით კითხვები. ამის მერე გავიდა თვეზე მეტი დრო.

 

 

პროკურატურამ დაიწყო თითქოს გამოძიება, მაგრამ არც ერთი ადამიანი არ დასჯილა. ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ერთი მხრივ, მეექვსე საჯარო სკოლის ეგზეკუციაში და მეორე მხრივ, რომლებიც იბარებდნენ ქალბატონ ია კერზაიას და მასზე ახორციელებდნენ ზეწოლას, მხედველობაში მყავს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქალაქ ზუგდიდში ბატონი ფარცვანია - ყველანი არიან ჯერ კიდევ თავის თანამდებობებზე. ანუ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა განათლების სამინისტროს შესაბამისი სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან. დღეს სამართლიანმა არჩევნებმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომელითაც ჩვენი ეჭვები დადასტურდა. დღეს გამოჩნდა, რომ ამ საქმეს სისტემური ხასიათი ჰქონდა გამომდინარე იქიდან, რომ ერთი და იგივე შინაარსის, ერთი და იგივე სიტყვების გამოყენებით, მსგავსი საჩივრები შედიოდა ძალიან მოკლე დროში განათლების სამინისტროს სისტემაში. ამიტომ, ახლა არის დრო იმისთვის, რომ მოხდეს კონკრეტული რეაგირება ამ საქმეზე.

 

 

პირველ რიგში, იმისთვის რომ მოეფინოს ამ საქმეს ნათელი, მნიშვნელოვანია, რომ განათლების მინისტრმა აიღოს ამ საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მას უნდა გაეთავისუფლებინა ეს ადამიანები თანამდებობიდან. მან ეს არ გააკეთა. ეს ნიშნავს, რომ ის იზიარებს ამ პასუხისმგებლობას. ამიტომ უნდა დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

 

 

ამასთან, „ევროპული საქართვლო" ითხოვს, რომ მთავარი პროკურორი მოვიდეს განათლების კომიტეტში და ამ საქმესთან დაკავშირებით მოხსენება წარუდგინოს კომიტეტს....

 

 

და მესამე - ახალი რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის კომიტეტებს შეუძლიათ ჩაატარონ თემატური მოკვლევა სხვადასხვა თემებზე, ამიტომ, ჩვენ ახლა მივმართავთ განათლების კომიტეტს დღესვე, რომ შეიქმნას თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც ერთი მხრივ, ია კერზაიას საქმეთსთან დაკავშირებით ჩაატარებს მოკვლევას და მეორე მხრივ, ზოგადად, განათლების სისტემაში მასწავლებლებზე, მათ შორის სკოლის დირექტორებზე არსებულ ზეწოლაზე ჩაატარებს მოკვლევას", აცხადებს სერგი კაპანაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი