„პასუხისმგებლობა ამაზე აიღოს ივანიშვილმა, მან აიღოს პასუხისმგებლობა ამ ვირთხებს რომ უშვებს ასე და ამ ლაწირაკებს აბოგინებს ესე. მე მათ კი არ დაველაპარაკები, მას დაველაპარაკები ამის შემდეგ უკვე“, განაცხადა „TV პირველის“ ეთერში „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა ეკა ბესელიამ.
„მე ვოლსკები და ზარდიაშვილები და კობახიძეები არ მაინტერესებს იმიტომ, რომ ასე მესიჯებით იმართებიან ეს ადამიანები. მათ სახე უკვე აჩვენეს საზოგადოებას. ვერც კი ბედავდნენ საერთოდ თვალი თვალში გაესწორებინათ ჩემთვის მე რომ იქ ვიყავი. ახლა რა ჰგონიათ, რამე გამბედაობა აქვთ?“, განაცხადა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.