ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციების დაწესების საკითხი განიხილა.
მოსამართლეებმა ერთხმად მიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2006 წლის ოქტომბერში ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გააძევს, რუსეთმა კომპენსაციის სახით 2 000-დან 15 000 ევრო უნდა გადაუხადოს.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გავრცლებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ რუსეთმა კომპენსაცია უნდა გადაუხადოს საქართველოს მოქალაქეებს: ეკა ჩხაიძეს, დავით ჯაოშვილს, ვაჟა ბერძენიშვილს, აბრამ გივიშვილს, ტატო ნორაკიძეს, თენგიზ კბილაშვილს, ირინა ჩოხელს, დავით ლაცაბიძეს, ირინა კალანდიას, კახა ციხისთავს, ხათუნა ძაძამიას, ინგა გიგაშვილს, ლია ძაძამიას, ლიანა ნაჭყებიას, ლევან კობაიძესა და კობა კობაიძეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.