ენერგეტიკის სამინისტრო აგვისტოში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს
28-07-2015, 10:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ენერგეტიკის სამინისტრო აგვისტოში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს.


როგორც ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, "სამწუხარო და შემაშფოთებელია, როდესაც მედიასაშუალება ობიექტური ინფორმაციის გაშუქების ნაცვლად, მოსახლეობაში მცდარ ინფორმაციას ავრცელებს და მოქალაქეები შეცდომაში შეყავს".


"27 ივლისს "რუსთავი2-ის" ეთერით გასული სიუჟეტი - მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ არის დეზინფორმაციული და საქართველოს მთავრობისა და ენერგეტიკის სამინისტროს რეპუტაციას ჩრდილს აყენებს. ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" მხრიდან სიცრუის უარმყოფელი განცხადებების მიუხედავად, ტელეკომპანია "რუსთავი 2" კვლავ აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას და მოსახლეობის შეცდომაში შეყავნას. მაშინ, როდესაც ენერგეტიკის სამინისტრო ღიაა ყველა მედია საშუალებასთან თანამშრომრომლობისთვის, აღნიშნულ საკითხზე არხი უწყების პოზიციით არ ინტერესდება", - ნათქვამია განცხადებაში.


ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მილსადენებზე დაგეგმილი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშოების მიუხედავად, მოსახლეობის ბუნებივი აირით მომარაგება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.


"შაჰ-დენზის" სარეაბილიტაციო სამუშაოები 1-დან 20 აგვისტომდე გასტანს და აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის ბუნებირვი აირით მომარაგება "ყაზახის" ძველი მილსადენით განხორციელდება. ხოლო "ყაზახის" მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშოების პერიოდში, მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას, "შაჰ-დენიზის" მილსადენი უზრუნველყოფს", - ნათქვამია განცხადებაში.


როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, მილსადენების გამართული ფუნქციონიერების მიზნით გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველ ზაფხულს ხორციელდებოდა და "ეს ყოველწლიური რუტინა არასოდეს ყოფილა არც მედიის და მითუმეტეს არც პოლიტიკოსების ინტერესის თემა".


"საინტერესოა, რის საფუძველზე ან რა მიზნით გადაწყვიტა არხმა აღნიშნულზე სიცრუის აწყობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და შევახსენებთ ყველას, ამ შემთხვევაში კონკრეტულად კომპანია "რუსთავი-2"-ს, ნუ ავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ნებისმიერი პოლიტიკურად ანგაჟირებული ინფორმააცია უშუალოდ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში გადაამოწმონ", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი