87 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა
27-03-2019, 08:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

87 წლის ასაკში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა.

 

 

იგი 1931 წლის 15 ივლისს საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორში დაიბადა. მან თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1954 წელს დაამათავრა.

 

 

ნოდარ მგალობლიშვილმა კინოკარიერა მეორეხარისხოვანი როლებით 1958 წლიდან დაიწყო. კინოში ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული როლი მისი შესრულებით რუსი რეჟისორის მარკ ზახაროვის „სიყვარულის ფორმულაში“ გრაფი კალიოსტროა. ითამაშა ედმონდ სეშანის „ზღვის მაშვრალში“, ზაზა ილურიძის „ანთიმოზ ივერიელში“, რუსულ ტელესერიალში „სახელად ბარონი“ და სხვ.

 


ნოდარ მგალობლიშვილი საქართველოს დამსახურებული არტისტია 1976 წლიდან და საქართველოს სახალხო არტისტი 1979 წლიდან. 2016 წლიდან ის ასევე იყო თბილისის საპატიო მოქალაქე. ის სხვადასხვა დროს რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრებში მუშაობდა. ადრეული პერიოდის როლებიდან აღსანიშნავია მისი როლები მაქსიმ გორკის პიესაში „ფსკერზე“, ჰენრიკ იბსენის - „მოჩვენებაში“. მოგვიანებით მან ითამაშა ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“, იაგოს როლი უილიამ შექსპირის „ოტელოში“, თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი