თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საბურთალოს რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებას გამოეხმაურა.
„რამოდენიმე დღის წინ საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების თანამშრომელი იქნა დაკავებული ქრთამის აღების ბრალდებით. ჩვენ, როდესაც წელს, ვიწყებდით მუშაობას, პირველივე მთავრობის სხდომაზე, ამაზე ჩემი მხრიდან პირადად იქნა ყურადღება გამახვილებული და ყველა იქნა გაფრთხილებული, რომ მაქსიმალური ყურადღება - ჩვენ ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ კორუფციას. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ასეთი საქმეები და ერთი იცოდეს ყველამ, რომ არავის არ ეპატიება გადაცდომა, არავის ეპატიება კანონის წინააღმდეგ წასვლა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ და გთხოვთ ყველას, მოგიწოდებთ, რომ თქვენი თანამშრომლები კიდევ ერთხელ გააფრთხილოთ და მაქსიმალური ყურადღება - რომ ასეთი ფაქტები არ მოხდეს. ჩვენ უნდა ვემსახუროთ ხალხს და იმიტომ ვართ აქ ყველა, რომ ვემსახურებით ჩვენს ქალაქს და ვემსახურებით თბილისელებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და ეს ყველამ კარგად უნდა გაითავისოს. მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს - უჭირს, დახმარება სჭირდება - ჩვენ მზად ვართ, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს თანამშრომლებს. უამრავ ადამიანს ვეხმარებით და ჩვენს თანამშრომლებსაც, ვისაც პრობლემები აქვს, ექნებათ ხელშეწყობა და თანადგომა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს კანონის გადახვევის გზით და ქრთამის აღებით და ასეთი რაღაცებით - ეს კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის ძალიან პრინციპული ვიქნებით ასეთი დანაშაულის და ასეთი გადაცდომის წინააღმდეგ", განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.