შსს-მ და შემოსავლების სამსახურმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამხრეთ აფრიკის მოქალაქე თბილისის აეროპორტში დააკავა
29-07-2015, 00:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული ნომახოსა პუმლა ვინიფრედ ნ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საბაჟო პროცედურების გავლისას დააკავეს.


დადგინდა, რომ დაკავებულს ხელჩანთაში სპეციალურ სამალავი ჰქონდა მოწყობილი, საიდანაც ქართველმა სამართალდამცველებმა 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით ამოღებული ნარკოტიკი გამომშრალი მარიხუანაა და მისი საერთო წონა 9 კილო და 700 გრამია. დაკავებული საქართველოში დოჰა-თბილისის რეისით ჩამოფრინდა.


გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი