საბავშვო ბაღების აღმზრდელები პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით, სპეციალურ ტრენინგ-კურსს გაივლიან
27-03-2019, 12:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო საბავშვო ბაღების 2 550 აღმზრდელს პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადაამზადებს, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 

 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სასწავლო პროგრამის მიზანს აღსაზრდელების უსაფრთხოებისა და ბავშვებთან კონტაქტში მყოფი პერსონალის პასუხისმგებლობის გაზრდა წარმოადგენს.

 

 

„ძალიან კარგი სიახლე გვაქვს ბაღის აღსაზრდელთა მშობლებისთვის, რაც საბავშვო ბაღების აღმზრდელების პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადამზადებას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ყველა ბაღს ჰყავს ჯანმრთელობის კოორდინატორი, რომელიც შესაბამის პროფესიონალურ ჩარევას უზრუნველყოფს კონკრეტულ სიტუაციებში, თუმცა პირველადი დახმარების გაწევა აბსოლუტურად ყველა აღმზრდელს უნდა შეეძლოს. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ჩვენი პატარები სრულფასოვან, უსაფრთხო გარემოში სწავლობდნენ. ამ მიზნით დაწყებული გვაქვს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. დღეისთვის, დედაქალაქის ბაგა-ბაღებში 61 000 აღსაზრდელი გვყავს, თუმცა მოთხოვნა დიდია და ყოველწლიურად იზრდება. მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, მომდევნო წლების განმავლობაში, დედაქალაქში დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ათეული საბავშვო ბაღის მშენებლობა“, განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 

სპეციალური ტრენინგ-კურსის განსახორციელებლად, უკვე გამოცხადებულია ტენდერი. ტენდერის პირობების მიხედვით, აღმზრდელებისთვის შემუშავებული იქნება სასწავლო პროგრამა, რაც თეორიული სწავლებასა და პრაქტიკულ გაკვეთილებს მოიცავს.

 

 

ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეები ტესტირებას გაივლიან და შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ. პროექტი საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის N488 დადგენილების შესაბამისად ხორციელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი