ინტერნეტსივრცეში უმრავლესობის ყოფილი წევრის, დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები ისევ გავრცელდა. როგორც დეპუტატი აცხადებს, აღნიშნულის თაობაზე, მედიიდან მიღებული ინფორმაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თავად დაუკავშირდა. როგორც ბესელია ამბობს, უწყებაში კადრების გავრცელების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ და მომხდარის შესახებ მისგან შეიტყვეს.
„ჩემს მიმართ განხორციელებული შტურმის ფონზე, ისევ გააქტიურდა ეს თემა და ისევ გამოჩნდა უკანონო ჩანაწერების გავრცელების ფაქტი. ესეც შემთხვევით ხდება? მე ვსვამ კითხვებს და მინდა ამ კითხვებზე პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლების მხრიდან. გუშინ, როდესაც მედიამ ამის თაობაზე მითხრა, შსს-ს დავუკავშირდი და მათ ვაცნობე. არ ჰქონდათ ინფორმაცია, ჩემგან გაიგეს. რატომ გაიგეს ჩემგან? ჩვენს ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეები დაცულები უფრო მეტად უნდა იყვნენ თუ არა ასეთი რამით. ჩემს დაცვაზე ნაკლებად შეიძლება იფიქრონ და იზრუნონ, რადგან მიჩვეული ვარ ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პერსონალურ შტურმს, შურისძიებებს - არ არის აქამდე ან ვერ არის დამკვეთი ნაპოვნი. ველოდები პირველ საქმეზეც დამკვეთს და ორგანიზატორს და ამ საქმეზეც ველოდები დამკვეთს და ორგანიზატორს. თუ დაახლოებით, ერთი თვის ვადაში მე ამ კითხვებზე პასუხს ვრ მივიღებ შსს-ს და პროკურატურისგან, მე თვითონ დავარქმევ სახელს, რა ჰქვია ამ ყველაფერს", აცხადებს ეკა ბესელია.
ფარული კადრების გავრცელების შესახებ ინფორმაცია გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა სოციალურ ქსელში მიიღო. ელისო კილაძის თქმით, მას ერთ-ერთმა მომხმარებელმა „ფეისბუქზე" დაუწერა კომენტარი, რომ ბესელიას კადრები ისევ გავრცელდა და სთხოვდა, რომ რეაგირება მოეხდინა. კილაძის თქმით, Youtube-ზე ფარული კადრების აღმოჩენის შემდეგ, 112-ში დარეკა.
„ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელიც ჩემთვის არის უცნობი, არც მეგობრებში მყავს, Facebook-ის სტატუსზე დაწერა შეტყობინება, რომ ვიდეოპორტალ Youtube-ზე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი ვრცელდება ხელახლა და მომიწოდა მე, რომ მივმართო შესაბამის ორგანოებს, რომ ეს ფირი დაბლოკონ", აცხადებს ელისო კილაძე, რომელიც გამოკითხვაზე იმყოფება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.
„ამ ეტაპზე მოვახერხეთ, დავაკავეთ უკვე, მოზარდია დაკავებული. სამწუხაროა, რომ მოზარდია დაკავებული. დეტალებს ბევრს ვერ გეტყვით ახლა იმიტომ, რომ მიმდინარე პროცესია. სხვა საგამოძიებო მოქმედებებსაც ვატარებთ და ალბათ, რომ დასრულდება შეხვედრა უფრო მეტი დეტალის თქმის შესაძლებლობა მომეცემა. მოზარდია დაკავებული, მის მიერ არის ეს ვიდეო ატვირთული. როგორც ჩემთვის ამ ეტაპზე ცნობილია, აღიარებს ამ ქმედებს. ინტერესი არანაირი პირადი თემა არ ყოფილა. ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეა, რომელმაც ეს ვიდეო ატვირთა. ატვირთა იუთუბიზე, ამ ეტაპზე ამ ნაწილში შემკვეთი არ იკვეთება", განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.