დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი თანიაშვილმა და სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა, იოსებ ღარიბაშვილმა 26 მარტს ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს.
სოფელ მუგუდის ხევზე მოეწყო დამცავი გაბიონი და ბეტონის კედელი, რომელიც ხევის ადიდების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სოფლის შიდა გზისა და მიმდებარე სახლების უსაფრთხოების დაცვას. აღნიშნული სამუშაოები აწარმოა შპს „გეომონტაჟმა“.
შპს „ბერდე“-ს მიერ სოფელ მუგუდაში და სოფელ ჭართლიდან დოლასქედის ხიდამდე მოეწყო გარე განათება, რისი უქონლობაც მოსახლეობას მუდმივ პრობლემას უქმნიდა.
სოფელ ჭართლის შიდა საუბნო გზებზე მიმდინარეობს სტიქიისაგან დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია, სოფელ ჩიტაურებთან ეწყობა გაბიონი, ასევე მიმდინარეობს ხევის კალაპოტის გაწმენდა და გაბიონის მოწყობა, ხოლო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს აღნიშნულ ტერიტორიებზე აწარმოებენ შპს „ახალმშენი“ და შპს „ინშაათ საქართველო“.
ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.