ქაიროს ჩრდილოეთით მდებარე ავეჯის ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა
29-07-2015, 01:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროს ჩრდილოეთით მდებარე ავეჯის ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა. ეგვიპტის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,   22-ზე მეტ ადამიანს სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა და კვამლით მოწამვლა აღენიშნება. ინფორმაციას ამის თაობაზე არაბული ტელეკომპანია "ალ-ჯაზირა" ავრცელებს. ინციდენტი ქალაქ უბურში მოხდა.


ხანძარი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ავზის აფეთქებამ გამოიწვია. ცეცხლი 20-ზე მეტ სატვირთო ავტომობილს მალევე მოედო. გავრცელებული ცნობით, ქარხანას უსაფრთხოების სახელმწიფო სერთიფიკატი არ ჰქონდა აღებული. მსგავსი შემთხვევები ეგვიპტეში ხშირია.


ამასთან, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ალექსანდრიაში კი, სასურსათო მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი