გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ 2015 წელს ოფისში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ფირი მიუტანეს, და ისე გადასცა „ხუთი პირი გამოძიებას“, რომ არც ერთხელ მისი გვარი არ უხსენებია და ბესელიას გვარი გაასაჯაროვა მხოლოდ მას შემდეგ, როცა საპროცესო გარიგებაზე მისცა თანხმობა ფირის მომტან პირებს.
„ეკა ბესელია არის ყველაზე უზნეო ქალი, ვისაც კი ვიცნობ!
2015 წელს ოფისში მომიტანეს მისი პირადი ცხოვრების ფირი, ისე გადავეცი ხუთი პირი გამოძიებას, არც ერთხელ მისი გვარი არ მიხსენებია.
სასამართლო პროცესზეც მოწმე ვიყავი და მე ვუწყობდი ტერორს, თუ ის პირები ვინც აშანტაჟებდნენ?!
ბესელიას გვარი გავასაჯაროვე მხოლოდ მას შემდეგ, როცა საპროცესო გარიგებაზე მისცა თანხმობა ფირის მომტან პირებს!
ტერორს ვუწყობდი დიახ - როცა ვამხელდი მას კორუფციაში!
და ვამხელ ბოლომდე - სანამ ბესელია ქართული პოლიტიკიდან არ ჩაირეცხება!!!!!!“ - წერს ელისო კილაძე „ფეისბუქზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.