ონის მერმა, ემზარ საბანაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
27-03-2019, 17:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

 

თათბირს ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე.

 


შეხვედრაზე მერმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პირველი მოადგილე დიმიტრი საყვარელიძე.

 

 

თათბირის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვას და მიმდინარეობას დაეთმო.

 

 

მუნიციპალიტეტის მერმა შესაბამის სამსახურებს მოუწოდა, ნებისმიერი პროექტის შესრულებისას მაქსიმალურად გაკონტროლდეს ხარისხი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები.

 


მერის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაციები წარმოადგინეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ ყოფით პრობლემებესა და პრიორიტეტულ საკითხებზე, რომლებიც მყისიერ რეაგირებას საჭიროებს, მათ შორის განიხილეს სოფლებში საპენსიო ასაკის მოქალაქეების მომსახურების გაუმჯობესების საკითხი.

 


ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ეკა მაისურაძემ მადლობა გადაუხადა მერის წარმომადგენელს პაატა ჯაფარიძეს, ასევე სოფლის დეპუტატს გიორგი სულაძეს ზუდალი - სევის გზაზე განხორციელებული დასუფთავების აქციის ორგანიზების გამო და მოუწოდა მერის წარმომადგენლებს ინიციატივა საკუთარ ადმინისტრაციულ ერთეულებშიც განახორციელონ.

 

 

ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი