კახა კალაძე: დედაქალაქის მერია მზად არის, შეხვდეს კეთილსინდისიერ ტაქსის მძღოლებს და გავიაროთ ნებისმიერი პრობლემური საკითხი რომელიც აწუხებს მათ
27-03-2019, 18:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი ტაქსის მძღოლების აქციას ეხმაურება. როგორც კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, დედაქალაქის მერია მზად არის, ტაქსის მძღოლებთან დიალოგის გამართვისა და მათი შეკითხვების პასუხის გაცემისთვის.

 


„არ მინდა ეს კონკრეტული საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანო, რადგან პოლიტიკური პარტია არის ამის ორგანიზატორი და თავს შევიკავებ კომენტარისგან. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, ვისაც სურვილი აქვს ჩვენთან კომუნიკაციის არანაირი პრობლემა არასდროს არ ყოფილა, არც ახლა არ არსებობს. ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზება, რომ თუ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ მობრძანდეთ და ყველა თქვენს დასმულ შეკითხვას გაეცემოდა შესაბამისი კომპეტენტური პასუხები ჩვენის მხრიდან. კიდევ ერთხელ იქნებოდა ახსნილი ის სიკეთეები, რაც შეიძლება მიიღონ ამ ადამიანებმა და მათმა ოჯახებმა. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ეს ქმედებები და დამოკიდებულებები ჩემთვის არ არის მისაღები, რეფორმა მნიშვნელოვანია. გადავადებაზე საკმარისი დრო არის იმისთვის, რომ მათ შეძლონ ამის მოგვარება და მოწესრიგება. თუ ამაშიც არის ჩვენი დახმარება საჭირო და ჩართულობა, დედაქალაქის მერია მზად არის, შეხვდეს კეთილსინდისიერ ტაქსის მძღოლებს და გავიაროთ ნებისმიერი პრობლემური საკითხი რომელიც აწუხებს მათ", აცხადებს კალაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი