ირაკლი კობახიძის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის „ვითარების დასალაგებლად“ „ქართული ოცნებიდან“ გასარიცხი დეპუტატების სიის მიწოდების შესახებ ინფორმაცია გედევან ფოფხაძეს და კიდევ 2 დეპუტატს შეხვედრაზე ივანიშვილმა გაუმჟღავნა
27-03-2019, 19:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი გედევან ფოფხაძე ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკაში დაბრუნებამდე გამართულ შეხვედრას იხსენებს, რომელსაც მისი თქმით, მასთან ერთად ნუკრი ქანთარია და ზაზა პაპუაშვილი ესწრებოდნენ და რომელზეც ფოფხაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის „შეთავაზება“ გააჟღერა, რომლის მიხედვითაც, „ვითარების დასალაგებლად“ პარტიიდან 6 ადამიანი უნდა გარიცხულიყო - მათ შორის ივანიშვილთან შეხვედრაზე მყოფები - გედევან ფოფხაძე, ნუკრი ქანთარია, ზაზა პაპუაშვილი და ასევე დამატებით კიდევ სამი დეპუტატი - რომან კაკულია, ლევან კობერიძე და დავით ჭიჭინაძე.

 

 

„თანმიმდევრულად როგორ თქვა ბატონმა ბიძინამ, მაგი არ მახსოვს, მაგრამ ეს 6 ადამიანი ვიყავით, სამი იქ მყოფი - თქვენი მონა-მორჩილი, ნუკრი ქანთარია, ზაზა პაპუაშვილი და სამი ადამიანი კიდევ, რომელიც ასე ვთქვათ ჩვენთან ერთად არ იყო - ეს იყო რომან კაკულია, ლევან კობერიძე და დათო ჭიჭინაძე. 6 ადამიანის გარიცხვა შემომთავაზაო ირაკლი კობახიძემო და თუ ამ 6 ადამიანს გავრიცხავთო, დალაგდება ვითარებაო. მითხრა, რომ მე მზადა ვარ ვიყო მედიატორი, დავალაგო ეს ურთიერთობები, არავინ არ უნდა გაირიცხოს; ასე საკითხი საერთოდ არ უნდა ისმებოდეს და თუ თქვენ შორის არის რაიმე წინააღმდეგობაა, ეს წინააღმდეგობები უნდა გადაწყდეს გუნდის შიგნით მეგობრული ურთიერთობით. მაგრამ ფაქტი თავისთავად იყო ძალიან საგანგაშო. მაშინ მოხდა ბევრი კონფლიქტი თვითონ ირაკლი კობახიძის მხრიდან. იგივე ის კონფლიქტი, რომელიც ბიძინა გეგიძესთან მოუვიდა და მერე ბოდიშის მოხდა მოუწია მაგის გამო“, განაცხადა გედევან ფოფხაძემ, რომლის თქმითაც, ივანიშვილთან აღნიშნული შეხვედრა მოყვა „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას პარლამენეტში და მის განცხადებას. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი