თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
27-03-2019, 19:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

 


თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ დავით რობაქიძესა და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატ დავით ისაკაძესთან ერთად, სამუშაოები დაათვალიერა და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე გაესაუბრა.

 


თანამედროვე სტანდარტების, 30 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობაზე, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „TU-KA“ შეასრულებს, რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 244 084 ლარი დაიხარჯება.

 


„გოგნელი პატარები მომავალ სასწავლო წელს ახალ შენობაში შეხვდებიან. გოგნში - მუნიციპლიტეტის ყველაზე მაღალმთიან სოფელში, წლების მანძილზე იდგა საბავშვო ბაღის შენობის პრობლემა, რომლის მოგვარებაც, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს სოფელში მოსახლეობის დამაგრებას“, აღნიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა. ბონდო სოფრომაძემ.

 

 

ინფორმაციას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი