ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვნად შემცირდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებზე დასახარჯი თანხები
28-03-2019, 10:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და საპრევენციო სამუშაოების შესრულებისა და გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 


ილია ბეგიაშვილის თქმით, 2017-2018 წლებში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების აღმოფხვრას 60 მილიონი ლარი მოხმარდა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა სამინისტროს მიერ შემუშავებულ და დანერგილ მექანიზმებს, რაც საშუალებას იძლევა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებზე დახარჯული თანხები მნიშვნელოვნად შემცირდეს.

 


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თქმით, მუნიციპალიტეტებთან ინტენსიური მუშაობის შედეგად შემუშავდა სტიქიის პრევენციის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 20 მლნ ლარია. ეს თანხა ამ ეტაპზე მოხმარდება 150 პროექტის განხორციელებას, რომელიც მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული 300 პროექტიდან შეირჩა. პროექტები მოიცავს კალაპოტების, პატარა მდინარეების, ხევების, არხების გაწმენდას. დაწყებულია საპროექტო სამუშაოები, ზოგან კი უკვე ტენდერიც გამოცხადდა.

 


„გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებთან აქტიური მუშაობის შედეგად, ვიპოვეთ ყველაზე რაციონალური გზა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს გზების მოვლა-პატრონობას მთელი საქართველოს მასშტაბით. დეპარტამენტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები კომპანიებთან, რომლებიც გამოავლინა შესაბამისი ტენდერებით. ამ კომპანიებსა და მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმდა მემორანდუმები, რომელთა საფუძველზეც ეს კომპანიები მყისიერად დაეხმარებიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტს სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოებში, დამატებითი ტენდერებისა და პროცედურების გარეშე“, განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი