[ვიდეო] ფარული ვიდეო ჩანაწერები გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 4 პირია დაკავებული
28-03-2019, 11:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა.

 


ამის შესახებ ცნობილი სუს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა.

 

 

 

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე: გურამ გ., გიორგი კ., ტარიელ ი. და რამაზ ი. დააკავეს.

 

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ერთ-ერთი კომპანიის დირექტორს, 2 700 000 ლარის მათთვის გადახდის სანაცვლოდ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე სახელმწიფოს მიერ დადებული ინკასოსა და ყადაღის მოხსნას ჰპირდებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში, საკუთარი გავლენისა და ნაცნობობის გამოყენებით, უზრუნველყოფდნენ მისთვის რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის კონკურენციისა და ტენდერში მონაწილეობის გარეშე გადაცემას. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები კომპანიის წარმომადგენლების მოტყუებით თაღლითურად დაეუფლნენ მოთხოვნილი თანხის ნაწილს - 10 000 აშშ დოლარს, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

 

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კ.-მ 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზემოხსენებული კომპანიის წარმომადგენელს ვითომდა არჩევნების დასაფინანსებლად და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებისთვის გადასაცემად სამ ეტაპად, ჯამში მოტყუებით 350 000 ლარი გამოართვა.

 

 

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

 

საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს", აცხადებენ სუს-ში.

  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი