ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დურღენას საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2016 წელს განხორციელდა. ბაღის ექსპლუატაციაში შესვლიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, გამოვლინდა ხარვეზები, რის შესახებაც ეცნობა სამუშაოს შემსრულებელს, რომელსაც ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულება ხელშეკრულებით ჰქონდა ნაკისრი.
დღეის მდგომარეობით, მეწარმის მიერ ხარვეზების ძირითადი ნაწილი აღმოფხვრილია. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.
საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში, შეუფერხებლად მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.