ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლად ნინო შუბლაძის დანიშვნის გადაწყვეტილებას უწონებს და ყველას შეურაცხყოფის თავშეკავებისგან მოუწოდებს.
როგორც გვარამია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, ნინო შუბლაძე არის პროფესიონალი და მან მედიიდან წასვლა თავისი პირადი მიზეზების გამო გადაწყვიტა. ახლა დასაქმდა ჯანდაცვის სამინისტროში საკუთარი პროფესიით.
„მეგობრებო (და არამეგობრებო) ორივე პოლიტიკური ბანაკიდან, მოეშვით შეურაცხყოფებს. პროფესიონალებს სხვა გზა არ აქვთ, გარდა საკუთარი პროფესიით მუშაობისა.
პარტიული კონიუნქტურა არაფერ შუაშია, პროფესიონალებმა ოჯახები უნდა არჩინონ საკუთარი შრომით. პირიქით, პოლიტიკოსები უნდა შეეშვან ადამიანების პარტიული თუ სხვა აფილიაცების მიხედვით დანიშვნა/გათავისუფლებას და ასეთი არაჯანსაღი აჟიოტაჟიც არ მოჰყვება მსგავს დანიშვნებს და საჯარო სამსახურიც ბევრად ეფექტიანი იქნება. შუბლიკ, გილოცავ და წარმატებებს გისურვებ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო – კარგი გადაწყვეტილებაა“, - წერს გვარამია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.