წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
28-03-2019, 12:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

 


შეხვედრას დაავადებათა კონტროლის იმერეთის რეგიონალური სამსახურის უფროსი გოჩა გიორგაძე, მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლაშა კაკრიაშვილი მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნათია ჩაკვეტაძე, ა(ა)იპ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი მარინა ტყეშელაშვილი და ამბულატორიების ოჯახის ექიმები ესწრებოდნენ.

 


წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე წითელას აცრის მომდევნო ეტაპი, კიბოს სკრინინგის პროგრამაში მასიურად ჩართვა, C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის უფასო გამოკვლევების საკითხები განიხილეს.

 


დაავადებათა კონტროლის იმერეთის რეგიონალური სამსახურის უფროსმა 2018 წლის 18 იანვრის პრემიერ მინისტრის N 16 განკარგულების შესაბამისად, წითელას გავრცელების შეჩერების ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. აღინიშნა, რომ სავალდებულოა იმუნიზაცია ჩატარებული ჰქონდეს განათლების სისტემაში დასაქმებულ პერსონალს, იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი ვერ წარმოადგენს დამადასტურებელ დოკუმენტაციას, ვალდებულია ჩაიტაროს აცრა. ჯანდაცვის მინისტრის 22 იანვრის ბრძანება კი, იმუნიზაციას ავალდებულებს სამედიცინო პერსონალსა და სასჯელაღსრულების სისტემაში დასაქმებულებს.

 


„ევექსის“ სამედიცინო ცენტრის იმერეთის რეგიონის წარმომადგენელმა თამარ ბაახიამ შეკრებილებს გააცნო ინფორმაციები ქალებში ძუძუს კიბოსა და საშვილოსნოს ყელის, მამაკაცებისთვის პროსტატის კიბოს სკრინინგის პროგრამის შესახებ.

 


„დიდი სამუშაო ჩატარდა მიმდინარე წლის 3 თვის მანძილზე. იმერეთში არაგეგმიურად აცრილია 12000 ადამიანი, თუმცა ეს არის ზღვაში წვეთი. ამ წლის განმავლობაში 20 000 ადამიანი უნდა აიცრას არაგეგმიურად. საქართველოში სულ 250 000 ადამიანი არის ასაცრელ", განაცხადა გოჩა გიორგაძემ.

 

 

2019 წლის მონაცემებით, საქართველოში წითელას 2500 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე დაზარალებული რისკჯგუფი - 0-დან 1 წლამდე და 60 წლის ზემოთ ასაკია. 20-დან 49 წლამდე ასაკის პირები კი, მაღალი ავადობით გამოირჩევიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი