ნინო ბურჯანაძე: რა არ მოსწონს „ქართულ ოცნებას“?! - ივანიშვილმა კიდევ უფრო ცინიკურად გააგრძელა ის გზა, რა გზითაც მიდიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება
28-03-2019, 12:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ ახერხებს პრობლემის მოგვარებას.

 

 

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ბურჯანაძემ მმართველი პარტია მოსამართლეების თემის გამოც გააკრიტიკა.

 

 

„ის, რაც ხდება, საერთოდ არაფერში არ წერია. ეს თავმოყვარე ქვეყანაში რომ მომხდარიყო, ამაზე ძალიან დიდი სკანდალი ატყდებოდა. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ სახელმწიფოს, სადაც მსგავსი რამ ხდება. სამწუხაროდ, ყველა ქვეყანაში ხდება ჩაწერა, მერე ადამიანების ამით დაშანტაჟება, მაგრამ ეს არ გამოდის, ასე ვთქვათ, ლამის პირდაპირ ეთერში და არ გამოდის სოციალურ ქსელებში. როცა ეს ხდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს და ხელისუფლების დანაშაულია და ამას ვერ აბამს თავს, საუკეთესო შემთხვევაში, თუ თვითონ არ ეკითხებიან ნებართვას...

 

 

ივანიშვილი, როგორც მინიმუმ ის ვერ ახერხებს ალაგმვას პრობლემის. ისევე, როგორც, მან არათუ არაფერი მოუხერხა სასამართლოს სისტემას, არამედ ზუსტად და კიდევ უფრო ცინიკურად გააგრძელა ის გზა, რა გზითაც მიდიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება და რა არ მოსწონთ ერთი „ქართულ ოცნებას“?! რა, არ მოსწონს „ნაციონალური მოძრაობის“ ნათქვამი?! - ზუსტად იგივეს იმეორებენ: „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ჰყავთ წამოწეული, „ნაციონალური მოძრაობის“ მოსამართლეებს ნიშნავენ, რითი სჯობიან „ნაციონალური მოძრაობას“ ერთი ძალიან მაინტერესებს“?! განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი