ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას" პრობლემები ექნება, თუკი არსებულ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება
28-03-2019, 13:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ მმართველ პოლიტიკურ პარტიას 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებში „პრობლემები ექნება" იმ შემთხვევაში, თუ პარტია მის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება.

 

 

„2020-ში ჩვენ გვექნება პრობლემები, თუ არ დავაბრუნებთ კომუნიკაციას მოსახლეობასთან. აუცილებლად, ჩვენ გვჭირდება ისეთი პოლიტიკური, ეკონომიკური - ისეთი ტიპის პროექტები, რომლებიც იქნება საქართველოს მოსახლეობის ინტერესების შესაბამისობაში. ჩვენ, მნიშვნელოვანია და აუცილებელია, ვიფიქროთ იმაზე, რომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიაში მოვიყვანოთ ჩვენი კანონმდებლობა. ჩვენ სიღარიბის დაძლევის პრობლემის წინაშე ვდგავართ და ვამბობთ ყოველთვის, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა ეს არის სიღარიბე და სიღარიბის დაძლევას ვერ განვახორციელებთ თუ რაღაცა ტიპის კონკრეტული აქტიური პროგრამები არ განვახორციელეთ. მოსახლეობამ რაღაც მესიჯი ჩვენ საპრეზიდენტო არჩვენების დროს გამოგვიგზავნა და მივიღეთ ჩვენ ეს მესიჯი", აცხადებს ზვიად ძიძიგური.

 


ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად გაითვალისწინა ხელისუფლებამ საზოგადოების მესიჯი მაშინ, როდესაც მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით საზოგადოების დაკვეთის სრული იგნორირება მოახდინა, ძიძიგურმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის დაკვეთის იგნორირება არ მომხდარა.

 


„არც ერთ ნაწილს საზოგადოების დაკვეთა არ მოუცია, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ იყოს. პერსონებთან დაკავშირებით თუ აქვს საზოგადოებას რაიმე ტიპის პრობლემა, ასეთი პერსონები უმრაველსობის წევრებსაც გვაქვს. ამ პერსონებთან დაკავშირებით, ჩვენ კითხვის ნიშნები არ გვაქვს - ისინი - გახდებიან თუ არ გახდებიან - დარწმუნებულები ვართ, რომ ვერ გახდებიან. ამიტომ, სასამართლოს ნაწილში, ჩვენ საზოგადოების საწინააღმდეგო ნაბიჯი არ გადაგვიდგამს", განაცხადა ძიძიგურმა „ტვ. პირველის" გადაცემაში „პოლიტმეტრი" სტუმრობისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი