სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს სვლა ნატოსკენ და ამ გზით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არანაირი მუქარა ჩვენს მიმართ არ არის გამართლებული
28-03-2019, 13:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ნატო-საქართველოს სწავლება 2019” - ის მიმდინარეობის გასაცნობად „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს” (JTEC) ეწვია და პრემიერ მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან და ნატო-ს "მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” მეთაურის მოადგილე, ადმირალ მანფრედ ნილსონთან ერთად, მრავალეროვნული ბრიგადის შტაბი დაათვალიერა.



პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ზურაბიშვილმა სწავლებაში მონაწილეებს მიმართა, ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე მასშტაბური წვრთნები, ნატო-ს გენერალური მდივნის - ბატონ სტოლტენბერგის ვიზიტი, სამხედრო კომიტეტის ჩამოსვლა, წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობა - ეს ყველაფერი ჩვენ მიმართ ალიანსის ურყევი მხარდაჭერის გამოხატულებაა.

 


„დღეს ჩვენი ქვეყანა, „ნატო-საქართველოს სწავლება - 2019-ის“ წარმატებით დასრულებით, კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის ძლიერ მისწრაფებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ.

 


დღეს, ამ მორიგი წარმატებული ნაბიჯით, ჩვენ მკაფიოდ და თავდაჯერებულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანი უცვლელია და არის ნატოს წევრობა;



ჩვენი მიზანი დემოკრატიისა და უსაფრთხოების გაძლიერება და გლობალური მშვიდობის მიღწევისთვის საერთაშორისო პარტნიორობაში აქტიური მონაწილეობის გაგრძელებაა.
ნატო-საქართველოს წლევანდელ სწავლებაში საქართველო უკვე ხელმძღვანელი ქვეყანაა, და ეს ძალიან ნიშანდობლივია.


ეს სტატუსი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად განვავითარეთ ჩვენი შესაძლებლობები ამ - რიგით მეორე სწავლებისთვის და რამდენად გაიზარდა სტრატეგიული პარტნიორების ნდობა და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.


სწორედ ჩვენს თავდაუზოგავ მონდომებაზე პასუხია ასეთი აღიარება. მინდა, ამისათვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს.

 


აღსანიშნავია, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩატარებული წინა სწავლებისგან განსხვავებით, წელს მონაწილე სახელმწიფოების რიცხვი 10-ით გაიზარდა და უკვე 24 ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყანაა ჩართული ამ მნიშვნელოვან ფორმატში.

 


სწორედ ასეთი ნაბიჯებით მიიღწევა ჩვენი საერთო მიზანი - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო - ნატოში.



მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩემი ბოლოდროინდელი საგარეო ვიზიტების დროს ნატოს გენერალური მდივნისგან, სამხედრო ხელმძღვანელებისგან, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებისგან ვისმენდი საუკეთესო შეფასებებს ჩვენ მიერ განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით და ეს ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარსარდლისთვის, ძალიან საამაყო იყო.

 


მასშტაბური წვრთნები, ნატო-ს გენერალური მდივნის - ბატონ სტოლტენბერგის ვიზიტი, სამხედრო კომიტეტის ჩამოსვლა, წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობა - ეს ყველაფერი ჩვენ მიმართ ალიანსის ურყევი მხარდაჭერის გამოხატულებაა.

 


ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ სამხედრო და პოლიტიკურ რეფორმებს, ზედმიწევნით ვპასუხობთ ყველა სტანდარტსა და მოთხოვნას ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე.

 


ჩვენი ქვეყანა, ნატოს სტანდარტებთან შესაბამისად, მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე, თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ს კი - შეიარაღებაზე ხარჯავს.

 


ჩვენ ამით არ შემოვიფარგლებით, - ვაფართოებთ თანამშრომლობის სპექტრს და ეს ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებს.

 


ეს პრობლემატიკა ჩვენი საერთო საზრუნავია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ თანამშრომლობა სულ უფრო გაძლიერდეს.

 


ჩვენ ვართ საუკეთესო პარტნიორები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, - თავდაუზოგავად ვიბრძვით იმისათვის, რომ დაცული იყოს გლობალური მშვიდობა და საერთაშორისო უსაფრთხოება.



მე ავღანეთში შევხვდი სამშვიდობო მისიის მონაწილე ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს. მათი პროფესიონალიზმი და თავდადება სამაგალითოა. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყოველთვის აღნიშნავენ, თუ რამხელა წვლილი მიუძღვის საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში.

 


საქართველოს სვლა ნატოსკენ და ამ გზით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არანაირი მუქარა ჩვენს მიმართ არ არის გამართლებული.

 


საქართველო თავისუფალი, სუვერენული ქვეყანაა და ის თავისუფლად აკეთებს არჩევანს და ირჩევს მოკავშირეებს.

 


ჩვენი ეს არჩევანი არა მხოლოდ აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და მის უსაფრთხოებას, არამედ განამტკიცებს რეგიონში სტაბილურობას და საფუძველს უდებს ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას.



ეს არის ერთადერთი სწორი და ერთადერთი მომავალზე ორიენტირებული არჩევანი, ამიტომ ჩვენ ბოლომდე მივყვებით ჩვენს მიერ არჩეულ გზას - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო - ნატოში!" აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.



„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც 18-29 მარტის ჩათვლით JTEC-ში იმართება და მასში 350 სამხედრო და სამოქალაქო პირი იღებს მონაწილეობას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი