ყვარელში, მეღვინეობა ხარებას ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის ლოკალიზებას ყვარლის, თელავის, გურჯაანისა და საგარეჯოს სახანძრო სამაშველო სამსახურის ათი ბრიგადა მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. ადგილზე მობილიზებული იყო შსს-ს სამაშველო სამსახურიც.
ხანძარი თავდაპირველად ხმელ ბალახს გაუჩნდა, არსებობდა ცეცხლის ტყეზე გავრცელების საშიშროებაც, თუმცა მაშველებმა დილისთვის ხანძრის ყველა კერის ლიკვიდირება შეძლეს.
წინასწარი ინფორმაციით, მეღვინეობა ხარებას ტერიტორიაზე ხანძარი ფოიერვერკმა გამოიწვია. ხანძრის შედეგად, მეღვინეობის ტურისტული ინფრასტრუქტურა არ განადგურებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.