„ჩვენ მოვისმინეთ ტყუილი და „ფეიკ ნიუსები“ უპასუხიმგებლო ძალებისგან, რომ ვითომ საქართველო არ ფიქსირდება დასავლეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში და ვითომ ჩვენ გავქრით რადარებიდან“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე და
მან აღნიშნა, რომ „სიცრუის მანქანა“ აქტიურად მოქმედებს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი და ალიანსის უმაღლესი რანგის დელეგაცია ესტუმრა და ქართული საგარეო პოლირიკის აქტივობები უმაღლეს დონეზეა.
„უპასუხიმგებლო ძალები ერთის მხრივ ამბობენ, რომ არიან ერთგული, რომ გავხდეთ ნატოს და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები და ამასთან ერთად აკეთებენ ასეთ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, რომ ვითომ საქართველო გაქრა დასავლური ქვეყნების პოლიტიკური დღის წესრიგიდან. ეს არის უპასუხიმგებლობა და ეს არის ტყუილი, რომელსაც აქვს ძალიან მოკლე ფეხები. საქართველოს და ნატოს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე. საქართველო ევროპულ ოჯახთან ასე ახლოს და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე“, აღნიშნა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.