„ჩემთვის ძალიან მძიმეა იმის მოსმენა, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.
პრემიერის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს უკვე ეჭვმიტანილი.
„კიბერ დანაშაული ძალიან რთული დანაშაულია და ის საკმაოდ მძლავრი გამოწვევაა განვითარებული ქვეყნებისთვის... მე ვისურვებდი, საქართველოში არასოდეს არ დაფიქსირდეს მსგავსი ფაქტი. გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში და რეაქციაც ამ კონკრეტულ შემთხვევაზე იყო მყისიერი. პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება მძიმე დანაშაულია და ამის გამართლება არაფრით არ შეიძლება“, განაცხადა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.