ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია პროფესიულ სასწავლებელ „ფაზისის“ ხობის განყოფილებას ეწვია, პედაგოგებს შეხვდა და სასწავლებელში არსებულ სასწავლო გარემოს გაეცნო.
აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებელში ორი გრძელვადიანი და ოთხი მოკლევადიანი პროგრამა ფუნქციონირებს, სადაც სხვადასხვა პროფესიას 70-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება.
სასწავლებელი სრულად არის კეთილმოწყობილი და აღჭურვილია თანამდეროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.
კოლეჯი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას და გახდნენ კონკრეტული დარგის პროფესიონალები.
პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.