„ამომრჩევლისგან ფარულად, ნინო ბურჯანაძეს და მის პარტიას, მოლაპარაკებები არასოდეს არავისთან არ გაუმართავს - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ღირსეულად წარვსდგებით“ - გიგლა ბარამიძე
28-03-2019, 15:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ვართ იქ სადაც ვიყავით. მარჯვნივ და მარცხნივ ქარის ქროლვის მიხედვით არ ვიცვლებით. „დემოკრატიული მოძრაობა“ შექმნის დღიდანვე იყო დამოუკიდებელი, ეს იყო და არის პარტია რომელიც ეროვნულ ინტერესებზე დგას, გააჩნია თავი ეროვნული ღირებულებები და არასოდეს არავის არც მივკედლებულვართ და არც მომავალში ვაპირებთ მიკედლებას", აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე.

 


ბარამიძის განმარტებით, 20 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება მოხდა მხოლოდ ერთ საკითხზე, რასაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჰქვია. სხვა დანარჩენ საკითხებზე პარტიების გაერთიანებას გიგლა ბარამიძე ამ ეტაპზე გამორიცხავს.

 


„საზოგადოებისგან დამალულად და ამომრჩევლისგან ფარულად, ნინო ბურჯანაძეს და მის პარტიას, არასოდეს არავისთან მოლაპარაკებები და შეთანხმებები არ გაუმართავს, ისეთი როგორსაც დღეს ჩვენ ვხედავთ გნებავთ „ოცნებისგან“ და გნებავთ „ნაციონალური მოძრაობისგან“ თუ მის ტყუპისცალ „ევროპულ საქართველოსგან“, ამბობს ბარამიძე.

 

 

მისი თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა“ გეგმავს უახლოეს პერიოდში ყრილობის ჩატარებას და იწყებს იმ სტრუქტურების გააქტიურებას, რომელიც მნიშვნელოვანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

 


„ჩვენი მომხრეების უმეტესობა არასოდეს არ ყოფილა ჩვენთან ფულის გამო, რადგან ბევრი ფული ჩვენს პარტიას არასოდეს არ ჰქონია. კიდეც რომ გვქონოდა, მაინც არ დავხარჯავდით ადამიანების მოყვანის გამო ფულს, რადგან ვიღაცა ყოველთვის გამოჩნდება, ვინც მეტს გადაუხდის და იქით წავა. ჩვენ გვყავს საკმაოდ კარგი ადამიანები, რომელიც მხარდაჭერას გვიცხადებენ, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოლებენ, რათა აღარ გვქონდეს ქვეყანაში მურისიძის და ჩინჩალაძის სასამართლო, აღარ ისხდნენ პარლამენტში ისეთი მაჟორიტარები, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე თავიანთ რაიონში არ მიდიან ხალხთან სასაუბროდ, იბრძოლებენ იმისთვის, რომ არც რუსის ჯარისკაცი იდგეს ჩვენს მიწაზე და არც ამერიკის. ჩვენ გვყავს ხალხი, რომელსაც სჯერა ჩვენი და გვენდობა. აქედან გამომდინარე, დამერწმუნეთ რომ ნინო ბურჯანაძე და მისი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ღირსეულად წარსდგება", განაცხადა გიგლა ბარამიძემ, როგორც ამას პარტიის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი