„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი მხარდაჭერას უცხადებს ტაქსების მძღოლებს, რომლებიც თბილისის ქუჩებში გამოვიდნენ და ტაქსებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიის ახალ რეფორმას აპროტესტებენ.
„გუშინ, საფუძვლიანად შეირყა არსებული რეჟიმი. ხელისუფლებამ დაინახა, რომ ერთად მდგომი ხალხი მათი დასასრულის დასაწყისია და ეს ჟამი მათთვის უკვე მოახლოებულია და ვერავითარი პოლიციის ჩარევა და საპროტესტო აქციების დარბევები მათ ხელისუფლებიდან მოცილებას ვერ გააჩერებს", აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა და ტაქსების მძღოლებს „გუშინ გამოჩენილი თავდადებისთვის" მადლობა გადაუხადა.
ნათელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ 11 აპრილს ტაქსისტთა მასობრივი შეკრება გაიმართება.
„ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ გამარჯვებამდე - 11 აპრილს, 14:00 საათზე, აგრარული უნივერსიტეტის წინ ვაცხადებთ ტაქსისტთა მასობრივ შეკრებას, საიდანაც კოლონა გაემართება ყველა ჩვენი უბედურების ავტორ ივანიშვილის სასახლისკენ სოლოლაკში. უნდა ხელისუფლებას რევოლუცია? - მიიღებს მშვიდობიან რევოლუციას და ამის ავტორი იქნება თვითონ და არა ხალხი. ამ ადამიანებმა თვითონ შექმნეს სამუშაო ადგილები, არავინ დახმარებიათ, გრანტი არავის მიუცია, არანაირი შეღავათი არ გაუწევიათ, ადამიანებს ტაქსებში სძინავთ ღამე, ოჯახს მოწყვეტილი არიან, ვერ იკვებებიან, რეჟიმი დარღვეული აქვთ, უამრავს დაავადება აქვს.... მეტი მტკიცება რა გვინდა, რომ ხალხის გენოციდს ეწევა ხელსიუფლება, რომ თვითონ იშოვოს მილიარდები და ამჯერად უკვე მოეწონათ სატაქსო მომსახურების სფერო აი, ამ ხალხის მიერ შექმნილი და უნდათ ისინი გააძევონ ბაზრიდან და ივანიშვილმა და კალაძემ შემოიყვანონ თავიაანთი სატაქსო კომპანიები, რომლებიც წამოკრიფავენ მილიარდებს თავიანთი პატრონებისთვის და ეს ხალხი ან მშიერი დარჩება, ან საქართველოდან წავა და მათ ადგილზე მოვლენ ირანელები და არაბები. ეს გათვლა აქვთ - საქართველო ქართველების და საქართველო საქართველოს მოქალაქეების გარეშე.... სანამ ქუჩაში ვართ, სანამ ვიბრძვით, სანამ ერთად ვართ, ვერავინ მოგვერევა", განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.