საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის სახლი გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ. პირველი" ავრცელებს.
ახატანში მდებარე ვიცე სპიკერის კუთვნილ აგარაკში მძარცველებმა, სავარაუდოდ, ფანჯრიდან შეაღწიეს.
ადგილობრივების თქმით, დეპუტატის სახლი, დაახლოებით, 3 კვირის წინ გაქურდეს. მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სამართალდამცავებს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხშირად ხედავენ.
უცნობია, არის თუ არა ვინმე დაკავებული მომხდართან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.