კერძო პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფოს მხრიდან ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებენ, პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა ხელფასები კი 30%-ით გაიზრდება
28-03-2019, 18:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენ ვახორციელებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები დაფინანსდება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს პროფესიული სწავლების ისეთი სისტემა, რომელიც პროფესიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდების მყისიერ დასაქმებას უზრუნველყოფს. ასეთი სასწავლებლები ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებენ.

 

 

„სახელმწიფოს მხრიდან აქამდე მხოლოდ სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლები ფინანსდებოდა, რაც რა თქმა უნდა არ იყო საუკეთესო პრაქტიკა. ჩვენ ვახორციელებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც დაფინანსდებიან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები. სასიხარულოა, რომ უფრო და უფრო მეტი კომპანია ცდილობს, აქტიურად იყოს ჩართული პროფესიულ სწავლებაში. საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ეს სასწავლებლები მიიღებენ ვაუჩერულ დაფინანსებას. აქედან გამომდინარე, კერძო პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოცდების შედეგებით ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფოს მხრიდან ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებენ", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

პრემიერ მინისტრის თქმით, ამასთან ერთად, იგეგმება პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლების ანაზღაურების 30%-ით გაზრდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროფესიული სწავლების მიმართულებით მთავრობა გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის გამოცდილებას ეყრდნობა, რომელთაც ძლიერი პროფესიული განათლების სისტემის შექმნა სწორედ სახელმწიფო და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობით შეძლეს.

 

 

„განათლების რეფორმაში, იმ ეროვნულ იდეაში, რომელიც დაგვეხმარება ყველა გამოწვევის დაძლევაში, პროფესიულ განათლებას განსაკუთრებული ადგილი და როლი აქვს.

 

 

დღევანდელი გადაწყვეტილებით, დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ იმ ძალიან მტკივნეული გამოწვევის დაძლევის გზაზე, რომელიც უმუშევრობას უკავშირდება. ამ მოდელის დანერგვა ამავე დროს ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის უფრო მეტ ინტეგრაციას", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი