თბილისის დიდი დიღმის დასახლებაში ნასვამი მამაკაცი მესამე სართულიდან გადმოვარდა და პარკირებაზე მდგომ ავტომანქანას დაეცა. მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. მას მსუბუქი მოტეხილობები აღენიშნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს „ფეისბუქის“ მომხმარებელი აქვეყნებს.
„ასეთი რამ მხოლოდ დიდ დიღომში შეიძლება მოხდეს!
„მოგესალმებით უბნელებო.
ეს არის ჩემი მაქანა, რომელსაც არც მეტი და არც ნაკლები, პარკირებაზე მდგომს, მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ნასვამი კაცი დაეცა. კაცი კარგადაა, მსუბუქი მოტეხილობებით გადარჩა, აი ჩემი მანქანა კი გმირია, ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
პ.ს. კიდევ კარგი დაზღვეული მყავდა“, წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, რომლის ფოტოსა და განცხადებას ფეისბუქ-ჯგუფი „დიდი დიღომი“ აქვეყნებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.