საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ხობის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა. მინისტრი 2008 წლის 8 აგვისტოს გმირულად დაღუპული ბიჭების ოჯახების წევრებს შეხვდა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს ვახტანგ კაპანაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქ. ხობში ცოტნე დადიანის სახელობის სკვერში მდებარე ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„თქვენ გმირები გაზარდეთ და განსაკუთრებული ყურადღება გჭირდებათ“ - მიმართა მინისტრმა გარდაცვლილი სამხედროების დედებს. მინისტრი რეგიონებში, გარდაცვლილი სამხედროების ოჯახების პრობლემებს იკვლევს და საქართველოს მთავრობასთან ერთად მათ მოგვარებაზე იზრუნებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.