თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში არასწორად პარკირებულ ავტომანქანას მძღოლის კარების მინაზე წარწერა - „ისწავლე პარკირება!“ გაუკეთეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ასევე ჩანს, რომ აღნიშნული ავტომანქანის კარებსა და სარკეზე ნაგვით სავსე პოლიეთილენის პარკებია ჩამოკიდებული.
„ეს ფაქტი მოხდა სიმონ ჯანაშიას ქუჩაზე. სავარაუდოდ, „სასწაულად“ იქნებოდა გაჩერებული, ისევე როგორც ჩემი სადარბაზოს კიბეებზე ლამის იყო ერთი ავტომობილი ამოსული“, წერს კომენტარების ველში „ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებელი.
თბილისის არაერთ უბანში ხშირია არასწორი პარკირების შემთხვევები. ზოგჯერ ავტომანქანები თავიანთ მფლობელებს ისე ჰყავთ გაჩერებული, რომ მთლიანად გადაკეტილი აქვთ ტროტუარები, რაც ფეხით მოსიარულეთა პროტესტს იწვევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.