„ოლიგარქი ანადგურებს პრეზიდენტს ინსტიტუტს, მან გააყალბა არჩევნები და დანიშნა ადამიანი, რომელიც არ სცემს პატივს ხალხს", ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მაასტრიხტის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე სტუნდენტის შეკითხვას - რა აზრის არის საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტზე.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის როლი მინიმალურია და იმის მიუხედავად, რომ „ოლიგარქი" არც ერთ ოფიციალურ თანამდებობას არ იკავებს, მნიშნველოვანი საკითხების მოგვარება მხოლოდ „მასთან მისვლით" ხდება.
„პრეზიდენტის ინსტიტუტი აღარ წარმოადგენს იმას, რაც უნდა იყოს. პარლამენტი აღარ არის პარლამენტი, მთავრობის როლი მინიმალურია.
ოლიგარქი ზის სასახლეში თბილისის თავზე და ყველამ იცის, რომ მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად, იქ უნდა მივიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი არ იკავებს არც ერთ ოფიციალურ თანამდებობას.
სწორედ ეს არის ოლიგარქია. ახალგაზრდა თაობას ვურჩევ იყვნენ კრიტიკულები და ჰქონდეთ გახსნილი გონება", განაცხადა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.