მესტიაში ცნობილი მთამსვლელის, მიხეილ ხერგიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
29-03-2019, 12:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ ხერგიანის სახელობის მესტიის N2 საჯარო სკოლაში, ცნობილი მთამსვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის, მიხეილ ხერგიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 

 

ხერგიანის სახელობის სკოლის აღსაზრდელებმა, დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს „კლდის ვეფხვად" წოდებული მთამსვლელის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები, წაიკითხეს ქართველ მთამსვლელზე დაწერილი ლექსები, შესრულდა მიხეილ ხერგიანზე დაწერილი სიმღერები.

 

 

სპორტის ოსტატის ცხოვრებაზე და დამსახურებაზე ისაუბრეს ასევე მისმა კოლეგებმა და თანამოქალაქეებმა.

 

 

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართველ ალპინისტზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

 


მრავალგზის ოქროს მედლის მფლობელი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, დამსახურებული მწვრთნელი, საამაყო მამულიშვილი, მიხეილ ხერგიანი დაიბადა დაბა მესტიაში, 1932 წლის 23 მარტს და 37 წლის ასაკში, იტალიაში, სუალტოს მწვერვალის დაპყრობისას გარდაიცვალა.

 

 

ინფორმაციას მესტიის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი