ხონის მუნიციპალიტეტის მერმა საჯარო მმართველობით დაინტერესებული სტუდენტები მიიღო.
ახალგაზრდებს ლადო ჯურხაძემ პირადად უმასპინძლა, სამუშაო პროცესი გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
მერის განცხადებით, ადგილობრივ მმართველობაში მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა და სამომავლო გეგმების დასახვა მათი სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.
„მივესალმები ყველა ჯანსაღ ინიციატივას, რაც თქვენგან მოდის და მზად ვარ ნებისმიერ დროს პირადად მიგიღოთ და გიპასუხოთ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე, გაგაცნოთ მიმდინარე პროექტები და თქვენთან ერთად დავისახო სამომავლო გეგმები", განაცხადა მერმა.
სტუდენტები მერიის სამსახურების ყოველდღიურ მუშაობას 2 დღის განმავლობაში ეცნობოდნენ.
ინფორმაციას ხონის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.