საქართველოს პარლამენტის წევრი ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან ენზელ მკოიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერთან, ანივარდ მოსოიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კონდურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების - დიდი და პატარა კონდურის, მამზარის, დილიფისა და ყულალისის მოსახლეობას შეხვდა და 2019 წელს დაგეგმილი პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე ასევე სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს. თავის მხრივ, მოსახლეობამ დეპუტატს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას თავისი წინადადებები, მოსაზრებები და პრობლემები წარუდგინა და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლად არსებული სხვადასხვა პრობლემის გადაჭრას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.