„ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები იმ ორგანიზაციებმა, ვინც ასეთი არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს“ - მამუკა მდინარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე საუბრობს
29-03-2019, 15:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა ისეთი საკითხები, რაც რეალობას არ შეესაბამება, ასე ეხმაურება საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე.

 


მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ არასწორი ინფორმაციის წყარო არასამთავრობო ოგრანიზაციებია.

 


„მათ შორის ის საკითხები, რაზეც თქვენ მეკითხებით და შემდეგ გრძელდება წინადადება, რომ მარიხუანის კულტივაცია მოხდა საქართველოში, რაც არის უზუსტობა, რაც არის ტყუილი და წყარო მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იყოს დეპარტამენტის ანგარიშის, ორი მიმართულებიდან, ერთი - ეს შეიძლება იყოს ხელისუფლება და მეორე - ეს შეიძლება იყოს არასამთავრობო სექტორი.

 


დარწმუნებულები ვართ ალბათ, რომ ხელისუფლება არ შეიძლება იყოს ამ ინფორმაციის წყარო და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები იმ ადამიანებმა, იმ ორგანიზაციებმა, ვინც ასეთი არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს", უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

 

 

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც ფულის გათეთრება ხდება. ამავე ანგარიშში უკანონო შემოსავლების მთავარ წყაროდ საბანკო თაღლითობა და კიბერდანაშაულია დასახელებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი