„ნუ იმუქრები, თუ ქალი ხარ, თავხედიც ხარ და მეტიც“ - სოფიო კილაძე და ელენე ხოშტარია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
29-03-2019, 15:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე და ოპოზიციონერი დეპუტატი ელენე ხოშტარია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

 

 

სხდომაზე, სადაც სოციალურ მუშაკთა გაფიცვის საკითხსა და ჯანდაცვის სფეროზე მსჯელობენ, კილაძემ ხოშტარიას მიმართა, რომ შეეწყვიტა დემაგოგიური განცხადებები.

 

 

„რას ნიშნავს დემაგოგობ, წესიერად ილაპარაკე", მიმართა ხოშტარიამ კილაძეს, რომელმაც „ევროპული საქართველოს“ დეპუტატს მოუწოდა, რომ მუქარა შეეწყვიტა.

 

 

„შოუს ვინც აწყობს, ვხედავთ, ეს შენი ჩვეული სტილია. ნუ დემაგოგობ. ნუ გადაგყავს პოლიტიკურ ჭრილში, სირცხვილია ელენე, ნუ იმუქრები, თუ ქალი ხარ.... თავხედიც ხარ და მეტიც ხარ", უპასუხა კილაძემ ხოშტარიას.

 


კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება აღნიშნულ სხდომაზე სოფიო კილაძესა და დეპუტატ ნატო ჩხეიძეს შორისაც მოხდა.

 

 

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომას სოციალური მუშაკები ესწრებიან. სხდომაზე მივიდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი