ირაკლი ღარიბაშვილი: სამწუხაროდ, პრეზიდენტი შეუერთდა ჩვენი ოპონენტების აჟიოტაჟს და ჟრიამულს
29-07-2015, 03:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი მიუღებელია.


"მე ვფიქრობ, კატეგორიულად მიუღებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ხელოვნურად ატეხეს ჩვენმა ე.წ. ოპონენტებმა და, სამწუხაროდ, პრეზიდენტი შეუერთდა მათ ამ აჟიოტაჟს და ჟრიამულს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


პრემიერის განცხადებით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, ყველაფერს, რასაც აკეთებენ, იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე. ღარიბაშვილის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით პირადად ჰქონდა საუბარი ევროკავშირის ვიცე პრეზიდენტთან და მისი ოფისი პირდაპირ კონტაქტზე იყო ვიცე პრეზიდენტის ოფისთან.


"ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო ევროკავშირის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, სრულად იქნა გათვალისწინებული. ასე რომ, მე მართლაც ვერ ვხედავ ამ აჟიოტაჟის ვერავითარ საფუძველს. პირიქით, მე ვხედავ, რომ ეს არის აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული, ხელოვნურად აგორებული კამპანია, რომელიც საქართველოში ბიზნესგარემოს აზიანებს, აზიანებს საინვესტიციო კლიმატს და არის ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობის საკითხი. ამ ადამიანებს აბსოლუტურად არ ესმით, რა არის სახელმწიფო და სახელმწიფოს ინტერესი, არ აქვთ გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აკისრიათ საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე. მე ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე ხელოვნურად ქმნის ასეთ აჟიოტაჟს. მე გეტყვით კიდევ ერთ მაგალითს, პოლონეთი, რომელიც ჩემთვის, ჩვენთვის და ყველა ნორმალური ადამიანისთვის სამაგალითო ქვეყანაა, პრემიერ ტუსკის პირობებში პოლონეთის ეკონომიკა გაორმაგდა და სასწაულები გააკეთეს ბოლო 7-8 წელში. სწორედ პოლონეთის საბანკო სისტემა არის სამაგალითო მთელ მსოფლიოში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის საქართველოში ჩამობრძანებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლონეთის საბანკო სისტემა აღიარეს ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში. პოლონეთის საბანკო სისტემაში ზედამხედველობის სააგენტო არის ცალკე. შესაბამისად, მე კითხვა მაქვს იმ ადამიანების მიმართ, თუ პოლონეთის საბანკო სისტემა არის ყველაზე საუკეთესო და ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც არის საუკეთესო, მაშინ სად არის კითხვები. თუ კითხვები იყო იმაში, რომ პროცესი იყო გაუმჭვირვალე, ეს შენიშვნები ყველაფერი გავიზიარეთ. ამ ყველაფერზე პასუხი არის მარტივი, ეს არის ხელოვნური სპეკულაციები, რომ კიდევ ერთხელ დააზიანონ ბიზნესგარემო და ინვესტორები. ყველას მოვუწოდებ, დამშვიდდნენ და დაასრულონ ეს აჟიოტაჟი, ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის და არა ის, რა კანონს მივიღებთ ჩვენ. ჩვენ კანონებს ვღებულობთ ჩვენი ქვეყნისთვის და არაფერს გავაკეთებთ ქვეყნის საწინააღმედგოდ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი