ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ფრენბურთის ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა 22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატში გამარჯვებულ გუნდებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო წარმომადგენლობამ და 22-ე ბატალიონის ხელმძღვანელობამ სპეციალური ჯილდოები და სიგელები გადასცეს.
ავღანეთში დისლოცირებულ ქართულ ქვედანაყოფებში სპორტული ღონისძიებები ხშირად იმართება. მასში როგორც ქართველი, ასევე პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. 22-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზის ძალთა უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს ასრულებს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.