ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - აღვსა და კენაშში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულ სოფლებში რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, ცხაურები კეთდება, იხრეშება გზების საფარი.
პროექტის ღირებულება ორივე სოფელში ჯამში 41 587 ლარს შეადგენს.
ასევე, მუნიციპალიტეტის ალპანის თემში ზოგიში-ცაგერას გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულებაა 33 506 ლარი.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.